2012 წლის 5 აპრილს, სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა შემეცნებით-გასართობი პროგრამა _ კონკურსი კონკურსი ვინ უკეთ - ,,კვუ“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მეშვიდე კლასების გუნდებმა:
7-1 კლასის გუნდი - „ჰიდრა“ - კაპიტანი - ქეთი ნიაზაშვილი;
7-2 კლასის გუნდი - ,,ტორნადო“ - კაპიტანი - თიკო კვირკველია;
7-3 კლასის გუნდი - ,,მერანი“ - კაპიტანი - ნინო ზარანდია;
7-4 კლასის გუნდი - ,,ფლორა“ - კაპიტანი - ქეთი ამინაშვილი;
7-1 კლასის გუნდი - „ჰიდრა“ - კაპიტანი - ქეთი ნიაზაშვილი;
7-2 კლასის გუნდი - ,,ტორნადო“ - კაპიტანი - თიკო კვირკველია;
7-3 კლასის გუნდი - ,,მერანი“ - კაპიტანი - ნინო ზარანდია;
7-4 კლასის გუნდი - ,,ფლორა“ - კაპიტანი - ქეთი ამინაშვილი;
ყველა გუნდს გულშემატკივრობდა ფანკლუბის წარმომადგენლები საჭირო ატრიბუტებით, რამაც დარბაზს სილამაზე და ხალისი შემატა.
კონკურსის მიზანი იყო: მოსწავლეთა ინტელექტუალური დონის ამაღლება; თავისუფალი დროის მიზნობრივად გამოყენება; რაც აარიდებს მოსწავლეებს ქუჩაში არსებულ მანკიერებებს.
კონკურსი მიჰყავდა ბიოლოგ ქალბატონ იამზე ჭეიშვილს და ასისტენტებს:
7-1 კლასიდან - ია მეზვრიშვილსა და სალომე ჭიჭიაშვილს;
7-2 კლასიდან - თაკო ნატროშვილსა და ანა ბეჟაშვილს;
7-3 კლასიდან - ნათია მამუჩაშვილსა და ბექა შოშიაშვილს;
7-4 კლასიდან - მანანა სულიკაშვილსა და მარიამ ახალკაცს.
ჟიურის შემადგენლობა: სკოლის ორგანიზატორი - ნონა მეიშვილი;
სკოლის საინფორმაციო მენეჯერი- ხათუნა სულიაური;
სკოლის ფსიქოლოგი - მზია ბეგაძე
პროგრამაში იყო: მისალმება, ბლიც-ტური - მოფიქრებისთვის 1 წუთი, მუსიკალური ნომრები, მხიარული „არა-კი“, სიურპრიზი გუნდებს.
მოსწავლეებმა თავიანთი ძალებით შესძლეს შთამბეჭდავი ნომრების წარმოდგენა და როგორც განსაზღვრული იყო 4 გუნდიდან ორი გუნდი ჟიურის გადაწყვეტილებით გადავიდა ფინალში. ეს გუნდებია „ტორნადო“ და ,,ფლორა“.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულ გუნდებს გულწრფელად მიულოცესყველა გუნდის წარმომადგენელებმა, რაც ამ კონკურსის მიზანი იყო.
ფინალი გაიმართება ბუნებათმცოდნეობის კათედრის კვირეულში.